|
2025-03-17 21:14:19, 728 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ფონდებზე - ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობა
როდესაც რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან, „დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას“, ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა - სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ჯარიმას დანაშაულის პრევენციის მიზანი აქვს და თუ პოტენციურ დამნაშავეს ეცოდინება, რომ ჯარიმას გადაუხდიან, მაშინ პრევენცია გაუქმდება. „ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა და ხელი შეეწყოთ ამისათვის, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება გახლავთ. როდესაც რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას, ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა. არანაკლები მავნებლობაა, ვიდრე თავად დანაშაულის ჩადენა, შეიძლება უფრო მეტიც. ჩვეულებრივი დანაშაულში წამქეზებლობაა, რიდესაც გეუბნებით, რომ თუ თქვენ ჩაიდენთ ამა და ამ გადაცდომას, რისთვისაც სახელმწიფოს კონკრეტული ჯარიმა აქვს დაწესებული, მე გადაგიხდით. ყველანაირი სახდელი და სასჯელი სახელმწიფოში დაწესებულია იმისათვის, რომ პრევენცია და გამორიცხვა მოხდეს ამ რაღაც დანაშაულის თუ გადაცდომის. ამ პრევენციას საერთოდ შლის ვიღაც, ვინც ფონდს ქმნის იმისათვის, რომ ამ დანაშაულის თუ ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენი პირის ჯარიმა გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამას აკეთებდნენ ევროკავშირის ფონდები, სამწუხაროდ ამას აკეთებდა USAID თუ სხვა გარედან დამფინანსებელი ორგანიზაცია, როდესაც ცდილობდნენ, რომ ჯარიმები გადაეხადათ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯარიმას აქვს პრევენციული მიზანი, ცდილობენ ეს ჩამოაშორონ, სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობაა ჩვეულებრივი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)