|
2025-03-16 13:03:02, 746 ნახვა
მსოფლიო
თეთრ სახლში „ამერიკის ხმის“ დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება განმარტეს
თეთრ სახლში „ამერიკის ხმის“ დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება განმარტეს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა „ამერიკის ხმის“ მიმართ პრეტენზიების ჩამონათვალი და ამგვარად განმარტა მედიასაშუალებისთვის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება. თეთრი სახლის განცხადებაში, რომლის სათაურია „რადიკალური ამერიკის ხმა“ მოყვანილია ციტატები სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან, რომლებშიც „ამერიკის ხმას“ ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევასა და პასუხისმგებლობისგან მუდმივ თავის არიდებაში ადანაშაულებენ. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ „ამერიკის ხმის“ რამდენიმე რეპორტიორი აქვეყნებდა ტრამპის საწინააღმდეგო კომენტარებს თავიანთ პროფესიულ ანგარიშებში სოციალურ ქსელ „იქსში“. ტრამპის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც „ამერიკის ხმის“ სოციალური მედიის პოლიტიკა ავალდებულებს ამ მედიასაშუალების თანამშრომლებს სოციალურ ქსელებში იყვნენ მიუკერძოებლები. თეთრმა სახლმა ასევე მოიყვანა შემდეგი არგუმენტები: 2020 წელს „ამერიკის ხმა“ წერდა რუსეთის შესაძლო როლზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის ლეპტოპის გარშემო აგორებულ სკანდალზე, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ აღიქვა როგორც „სიმართლის დამალვის“ მცდელობა. „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს სთხოვა, არ მოეხსენიებინათ „ჰამასი“ და მისი წევრები ტერორისტებად, „გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ოფიციალური განცხადებების ციტირება“. 2019 წელს მაუწყებელმა გაუშვა სიუჟეტი ტრანსგენდერი მიგრანტების შესახებ, რომლებიც აშშ-ში თავშესაფარს ეძებენ. თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადების გადამხდელები აღარ დააფინანსებენ რადიკალურ პროპაგანდას“. ცნობისთვის, 15 მარტის საღამოს ცნობილი გახდა, რომ „ამერიკის ხმის“ თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი „ადმინისტრაციულ“ შვებულებაში გაუშვეს, მათ შეუზღუდეს წვდომა ელ-ფოსტაზე. ჟურნალისტებს არ აქვს სამუშაოს შესრულების უფლება. მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე შეატყობინა RFE/RL (რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება) ქსელს დაფინანსების გაუქმების შესახებ. „რადიო თავისუფლებაში“ ამ გადაწყვეტილებას უწოდეს „საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის“.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)