|
2025-03-16 11:34:39, 664 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - გამარჯვებისთვის ნამდვილი ერთიანობის ჩვენება გვჭირდება
კოორდინაცია კარგია, მაგრამ ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება - გამარჯვებისთვის ნამდვილი ერთიანობის ჩვენება გვჭირდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანობის მხარდამჭერებად ვრჩებით. კოორდინაცია კარგია, მაგრამ ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება. გამარჯვებისთვის ნამდვილი ერთიანობის ჩვენება გვჭირდება. ერთ მხარეს არიან „ქოცები“ და მეორე მხარეს საქართველოს პატრიოტები. ჩვენ ასეთ ერთიანობას ვუჭერთ მხარს, თუმცა რა თქმა უნდა, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მანჯგალაძემ. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მთავარია როგორ მიაღწიონ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. „ხშირად არის საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზე. „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მთავარი ის კი არ არის არჩევნებზე რას გავაკეთებთ, არამედ მთავარია როგორ ვაღწევთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. სამი ძირითადი კომპონენტი არსებობს და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ: ერთი - პროტესტი არ უნდა შეწყდეს და პირიქით, 31 მარტიდან მასშტაბები და ფორმები უნდა გაიზარდოს; მეორე საკითხი - საერთაშორისო სანქციები გახდეს უფრო მასშტაბური და უფრო მეტ ადამიანს შეეხოს, ვინც საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობს. მესამე - დისკომფორტი უნდა შეექმნას რეჟიმის მოძალადეებს. ქვეყნის შიგნითაც იზოლაცია, რომ საბოლოო ჯამში ამ სამმა კომპონენტმა მოიტანოს ის, რომ რეჟიმს ხალხთან კომპრომისი მოუწიოს“, - განაცხადა მანჯგალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი „მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს არ ყოფილა.“ მისი თქმით, ამზადებს „ძლიერ კოორდინაციას”, რომელიც უძლებს ყველაფერს, ხოლო „ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი“. „მე ვამზადებ, და ვარ საკმაოდ ოპტიმისტური ამ მიმართულებით, ძლიერ კოორდინაციას. ძლიერი კოორდინაცია არის ის, რაც უძლებს ყველაფერს და ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა რეალურად, გვინდა ძლიერი კოორდინაცია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, ასევე ამ საზოგადოების, რომელიც არის წამყვანი ამ პროტესტში დღეს და რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ამ კოორდინაციაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)