03:31 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 15:23:46, 606 ნახვა

მსოფლიო
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - გრენლანდია არ არის ღია ანექსიისთვის

გრენლანდია არ არის ღია ანექსიისთვის, – ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკ რასმუსენი დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებებს გრენლანდიაზე.

„თუ გადახედავთ ნატო-ს ხელშეკრულებას, გაერო-ს წესდებას ან საერთაშორისო სამართალს, გრენლანდია არ არის ღია ანექსიისთვის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

გრენლანდიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ახალი კოალიციის შექმნას ელოდება, აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები მიუღებელია. ლარს ლოკ რასმუსენმა ყველა პარტიის ლიდერი მოსალაპარაკებლად მიიწვია, რათა ერთობლივად უპასუხონ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს.

„არავის უნდა მივცეთ უფლება, უპატივცემულოდ მოგვექცნენ. საკმარისია“, – განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics