|
2025-03-14 12:28:30, 607 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ჩვენ უნდა დავიცვათ მომავალი თაობა
იარაღით და ნარკოტიკებით დივერსიის ფაქტები ჩვენ ვნახეთ 90-იან წლებში და ვნახეთ, რას დაამგვანა ამ დივერსიამ საქართველოს მთელი თაობა - ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ საშიშროებისგან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, კანონი განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ნარკოტიკებს ყიდის. „ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება განეკუთვნება იმ ერთ-ერთ ნაბიჯს, რომელიც დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების თემასთან. რეალურად შეიქმნა საშიშროება, რომ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანამ და გავრცელებამ მიიღოს ისეთი ხასიათი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მომავალი თაობის შესაძლებლობას, იყოს კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე, იყოს დაცული გარკვეული გამოწვებისაგან, თუნდაც, ჩემი აზრით, ნარკოტიკებით და შესაძლოა, იარაღით დივერსიის შესაძლებლობისაგან. იარაღით და ნარკოტიკებით დივერსიის ფაქტები ჩვენ ვნახეთ 90-იან წლებში და ვნახეთ, რას დაამგვანა ამ დივერსიამ საქართველოს მთელი თაობა, რომელთა დიდი ნაწილი შეეწირა ომს, მაგრამ ამ ომის შემდეგ, ვეღარ გაიუმჯობესებს მდგომარეობა და მათი ჯანმრთელობა დღემდე შელახულია. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ საშიშროებისგან და განსაკუთრებით მკაცრები ვიყოთ მათ მიმართ, ვისაც შემოაქვს და ვინც პირადი გამორჩენის მიზნით ყიდის და ავრცელებს ნარკოტიკს და არა მარტო პირადი გამორჩენის მიზნით, შესაძლოა, გარკვეული მიზნითაც, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების და სტაბილურობის რყევას“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, " ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, დღეს, 14 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის - მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)