|
2025-03-13 18:22:43, 716 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოთხოვნილია საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება
ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს. შესაბამისი რეზოლუცია ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის - ვებ-გვერდზეა განთავსებული. კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის რეზოლუცია უკავშირდება “საქართველოში მიმდინარე პროტესტებს, უსამართლო არჩევნებს მოყოლილ კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისს, მზარდ რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებს”. რეზოლუცია, ასევე, რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას. “[ჩეხეთის მთავრობამ] მოითხოვოს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რაც ქვეყანაში მიმდინარე კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია და მისი ჩატარება ევროკავშირის, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და სხვა ინსტიტუტების შესაბამისად; [ჩეხეთის მთავრობამ] მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, მათ წინააღმდეგ გამოძიებებისა და დევნის შეწყვეტა, შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების აღდგენა, არადემოკრატიული კანონების გაწვევა, რომლებიც გავლენას ახდნენ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, სიტყვის თავისუფლებაზე და საჯარო მოსამსახურეებზე; [ჩეხეთის მთავრობამ] მოითხოვოს პოლიციის, სასამართლოებისა და პროკურორების მიერ კანონის დარღვევის ყველა შემთხვევის გამოძიება; [ჩეხეთის მთავრობამ] მნიშვნელოვნად შეავსოს და გაზარდოს ჩეხეთის რესპუბლიკის ინდივიდუალური სანქციების სამიზნე პირების სია, მათი მონაწილეობისთვის რეპრესიებში და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაში, მათ შორის პოლიციის ოფიცრებისთვის, პროკურორებისთვისა და მოსამართლეებისთვის, ისევე როგორც პროპაგანდისტებისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირებისთვის და მეწარმეებისთვის, რომლებიც ეხმარებიან მმართველ პარტიას სახელმწიფოს მიტაცებაში; [ჩეხეთის მთავრობამ} გააფართოოს სანქციები პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მფლობელებსა და წარმომადგენლებზე, და პროპაგანდისტული ონლაინ კონტენტის შემქმნელებზე”, - ნათქვამია რეზოლუციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)