|
2025-03-13 12:49:01, 666 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - თუ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჩამოსცილდება პოლიტიკას, ეს ძალიან კარგი იქნება
თუ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჩამოსცილდება პოლიტიკას, არ მიიღებს მონაწილეობას არც არჩევნებში და არც პოლიტიკაში, ეს ძალიან კარგი იქნება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ. „მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ პრინციპი „რაც ნაკლები - უკეთესი“ არ გამქრალა, არ გამქრალა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დასრულდეს ქვეყანაში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ თუ არ დასრულდა, ოპოზიციური ველი ვერ გაიწმინდება და ჯანსაღი ძალები ქართულ პოლიტიკაში ვერ მოვლენ. ასე რომ, ამ სამივე დაპირებაში თუ შეგვიწყობს ხელს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ჩამოსცილდება პოლიტიკას, არ მიიღებს მონაწილეობას არც არჩევნებში და არც პოლიტიკაში, ეს ძალიან კარგი იქნება. ჯანსაღი პოლიტიკური ძალები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილის განმარტებით, „ხალხის ძალა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა რა კონფიგურაციით და როგორ, ამას საზოგადოება რამდენიმე თვეში გაიგებს. „რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ [თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას - რა კონფიგურაციით და როგორ, ამას რამდენიმე თვეში გაიგებს საზოგადოება. არამარტო ჩვენ, არამედ, გარწმუნებთ, რომ ძალიან ბევრი პარტიას ექნება ჯანსაღ პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)