|
2025-03-12 14:43:22, 956 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი, Startup Grind-თან ერთად ქალი მეწარმეებისთვის ღონისძიებებს გამართავს
საქართველოს ბანკი, Startup Grind-თან ერთად ქალი მეწარმეებისთვის ღონისძიებებს გამართავს საქართველოს ბანკი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას წელსაც აქტიურად უჭერს მხარს. ამჯერად, ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით, საქართველო ბანკი, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, Startup Grind-თან ერთად მარტის თვეს ქალ მეწარმეებს უძღვნის. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 13, 20 და 27 მარტს ქალი მეწარმეებისთვის Startup Grind-ის ინტერაქციული ვორქშოფები ჩატარდება. 13 მარტს, ტერმინალში Quickshipper-ის დამფუძნებელი მარიამ ახვლედიანი ისაუბრებს ქართული სტარტაპის, Elvis-ის Quickshipper-ად ტრანსფორმაციაზე და ამ გზაზე მიღებული გადაწყვეტილებებსა თუ მთავარ გამოწვევებზე. ის ასევე გააზიარებს საკუთარ გამოცდილებას თუ როგორ უნდა მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, როგორ შევარჩიოთ იდეა და მოვემზადოთ ბიზნესის ფორმირებისთვის, როგორ იღებენ დამფუძნებლები რთულ გადაწყვეტილებებს, როდის ღირს ბრძოლის გაგრძელება და როდის - კურსის შეცვლა. 20 მარტს კი პროექტ მენეჯერი, განათლების, მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებით სტრატეგიული კონსულტანტი ნატო ჩაკვეტაძე ილიას უნივერსიტეტში ჩაატარებს ვორქშოფს. ხოლო, 27 მარტს, Helio AI-ის დამფუძნებელი იაკო ჯიქია ისაუბრებს ხელოვნურ ინტელექტზე, თუ რატომ ხდება მისი გამოყენება აუცილებელი თანამედროვე სამყაროში და რატომ უნდა იყენებდნენ სტარტაპები მას ყოველდღიურად. ასევე პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, აუდიტორიას გაუზიარებს თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს და მართონ სირთულეები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები, Startup Grind-ის ღონისძიებებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. Startup Grind-ის ღონისძიებებზე რეგისტრაციისთვის და მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)