|
2025-03-10 15:22:37, 522 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციას არათუ გამარჯვების, არამედ მინიმალური წარმატების მიღწევის შანსი არ გააჩნია
ოპოზიციას არათუ გამარჯვების, არამედ მინიმალური წარმატების მიღწევის შანსი არ გააჩნია - რა თქმა უნდა, არ უნდათ, რომ ასე მოიჭრან თავი და ახლა საბაბს ეძებენ, რომ არ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის გადასაწყვეტი არაა, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. კერძოდ, მაჭავარიანი განმარტავს, რომ ოპოზიცია უცხოეთიდან მიღებული დავალების მიხედვით იმოქმედებს. „რადიკალური ოპოზიციის გადასაწყვეტი ეს არ იქნება. როგორ დავალებასაც მისცემენ უცხოეთიდან, იმის მიხედვით იმოქმედებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ თავიანთი გადმოსახედიდან, არანაირად არ აწყობთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ მათ. ეს რეიტინგი არის კიდევ უფრო მკვეთრად შემცირებული, ვიდრე ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნების დროს, იქიდან გამომდინარე, რომ თავიანთ ამომრჩეველსაც გაუწბილეს იმედები, რომ არ მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო [მუშაობაში]. იმის შემდეგ მთლიანად ემსახურებიან, როგორც ეს მანამდე იყო, მაგრამ ახლა გაორმაგებული ძალებით, ქვეყანაში ქაოსის დათესვას. პირდაპირ აცხადებენ უსირცხვილოდ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს, რომ რამენაირად საქართველოში გამოიწვიონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია და ა.შ. შესაბამისად, არიან განულებულები და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერიდებიან იმას, რომ ეს ყველაფერი გამოჩნდეს არჩევნებში. ისინი რაღაც საბაბს ეძებენ, რომ მონაწილეობა არ მიიღონ არჩევნებში. მათ არათუ გამარჯვების, არამედ მინიმალური წარმატების მიღწევის შანსი არ გააჩნიათ და, რა თქმა უნდა, არ უნდათ, რომ ასე თავი მოიჭრან და ახლა გზებს ეძებენ, რომ არ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა მინდა კიდევე ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ეს მათზე დამოკიდებული არ არის. როგორი დავალებაც წამოვა მათი უცხოელი მფარველებისგან, ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ შეასრულონ ეს დავალება. ძალიან კარგი იქნება, თუ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას, იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს, რეალურად, რა რეიტინგი აქვს რადიკალურ ოპოზიციას,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)