|
2025-03-10 11:02:54, 571 ნახვა
პოლიტიკა
დღეს, 19:00 საათზე ილიაუნის A კორპუსში სტუდენტური მოძრაობა დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს
დღეს, 19:00 საათზე ილიაუნის “ა” კორპუსში სტუდენტური მოძრაობა დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.ისინი წერენ, რომ არ ცნობენ არალეგიტიმური ხელისუფლების დრაკონულ კანონებს, თავიანთი სივრცის გამოყენებისთვის კი ნებართვა არ სჭირდებათ. "10 მარტს, ილიაუნის "ა" კორპუსში გელოდებით დაუმორჩილებლობის აქციაზე! ნათელი ხდება ის, რომ სისტემა კიდევ უფრო ამკაცრებს თვითგამოხატვის შეზღუდვებს. რეპრესიულმა რეჟიმმა საუნივერსიტეტო სივრცეშიც ასე ხისტი ფორმებით შემოაღწია. თეატრალურ უნივერსიტეტში შეჭრა და სტუდენტების იძულებით გამოყვანა ცხადყოფს, რომ სისტემა უკან არც ამგვარ ამორალურ ქმედებებზე დაიხევს. შეგახსენებთ, რომ ჩვენ არ ვცნობთ არალეგიტიმური ხელისუფლების დრაკონულ კანონებს, ჩვენი სივრცის გამოყენებისთვის კი არ გვჭირდება არანაირი ნებართვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)