|
2025-03-08 09:32:42, 712 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე - ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ რეჟიმს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
აღარავითარი დამალვა უნგრეთის ვეტოს უკან, ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ რეჟიმს, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ზამთრის ცივ, 100 დღე-ღამის განმავლობაში ათასობით ქართველი ქუჩაში გამოდის საკუთარი მომავლისთვის საბრძოლველად. „მათი მოთხოვნები ნათელია: ახალი დემოკრატიული არჩევნები; პრო-ევროპული გზა; ავტორიტარული მმართველობის დასრულება; რეპრესიების დასრულება. ეს ეგზისტენციალური არჩევანია ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ქართველები ყველაფერს რისკავენ თავიანთი ევროპული მომავლისთვის. არ შეგვიძლია მათი მიტოვება. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს. ორმხრივი სანქციები საჭიროა ახლა: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ; „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ; მოსამართლეების, პოლიციისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან რეპრესიებზე. აღარავითარი დამალვა უნგრეთის ვეტოს უკან. ევროკავშირი-25-მა [ყველა წევრი სახელმწიფო სლოვაკეთისა და უნგრეთის გარდა] დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს ორმხრივი სანქციები. უმოქმედობის ყოველი დღე აძლიერებს ავტორიტარიზმს. ქართველებს სჭირდებათ ევროპა ისევე, როგორც ევროპას სჭირდება საქართველო. დემოკრატიული საქართველო საკვანძოა შავი ზღვრის რეგიონში უსაფრთხოებისთვის. ახლა არის მოქმედების დრო”, - წერს იუკნევიჩიენე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)