|
2025-03-07 17:27:07, 570 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - პაპუაშვილის და მისი პოლიტიკური ძალის ამოცანა საქართველოს ევროპასთან დაახლოება არ არის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
პაპუაშვილი თუ მისი მსგავსი სპიკერები ენერგიულად ესხმიან თავს ჩვენი სახელმწიფოს უახლოესი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ძალის მიზანი ევროატლანტიკური გზისგან ჩვენი ქვეყნის დაშორებაა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის მიერ ელჩების მისამართით გაკეთებულ განცხადებას. ჯაფარიძის თქმით, ელჩებზე „პაპუაშვილის თავდასხმა“ მეტყველებს, რომ პაპუაშვილის და მისი პოლიტიკური ძალის ამოცანა საქართველოს ევროპასთან დაახლოება არ არის. „პაპუაშვილის თავდასხმა საქართველოს უახლოესი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებზე, მეტყველებს, რომ პაპუაშვილის და ამ ძალის ამოცანაა არა იმ დაპირების შესრულებაა, რომელიც მათ ჰქონდათ - საქართველოს ევროპასთან დაახლოებაა, არამედ პირიქით, დაშორება ევროპისგან, ევროკავშირისგან, ჩვენი სახელმწიფოს მეგობრებისგან და ჩვენი ქვეყნის რუსულ წიაღში შეყვანა. სწორედ ამას ადასტურებს პაპუაშვილი თუ მისი მსგავსი სპიკერები, რომელთაგანაც ერთი კრიტიკული სიტყვა არ გაგვიგია არც ლავროვთან, არც პუტინთან მიმართებით, მაგრამ ენერგიულად ესხმიან თავს ჩვენი სახელმწიფოს უახლოესი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ძალის და მისი სპიკერების მიზანი არის ჩვენი ქვეყნის დაშორება იმ გზისგან, რასაც ევროატლანტიკური გზა ჰქვია და რისკენაც ჩვენი ხალხი მიისწრაფვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ელჩების დასწრებას სასამართლო პროცესებზე მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს - „ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება“. მისივე თქმით, ეს ქმედება საელჩოების წარმომადგენლების მხრიდან არის საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)