|
2025-03-07 16:40:45, 636 ნახვა
პოლიტიკა
პენსიაზე გასვლის შემდეგ, ცესკოს წევრებს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი უკვე მოაწერა “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა. კომპენსაციის ოდენობა იქნება ცესკოს მოქმედი წევრის თანამდებობრივი სარგოს მესამედი. ცვლილების მიხედვით, კომპენსაცია ერგებათ 65 წელს მიღწეულ იმ პირებს, ვისაც, ჯამში, 25-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვთ, მათ შორის – უწყვეტი 5 წლის განმავლობაში იყვნენ ცესკოს წევრები. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, კომპენსაციას ვერ მიიღებენ ისინი, ვისაც სასამართლომ საარჩევნო კოდექსის დარღვევა დაუდასტურა. სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ იმ პირებს, ვისაც სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის აქვთ შესრულებული და მიაღწევენ გარკვეულ ასაკს, ან შესაძლებლობების შეზღუდვის გამო ვეღარ ახერხებენ მოვალეობის შესრულებას. აქამდე მსგავსი კომპენსაცია ჰქონდათ პარლამენტის წევრებს, გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეებს და საერთო, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)