|
2025-03-07 15:24:52, 542 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში არჩევნები ჩატარდა სუფთად, ძალიან მაღალ დონეზე
საქმე ლაპარაკის ნაცვლად - მნიშვნელოვანია, რომ კორექტული ინფორმაცია მიეწოდოს პროკურატურას იმისათვის, რომ ყველაფერი გახდეს ნათელი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგების პროკურატურისთვის გადასაცემად დროის მოთხოვნას შეეხებოდა. „თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წელს, მაშინ მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა და გააყალბეს რეალურად დათვლის შედეგები. ახლა ვეღარ მოახერხეს დათვლის შედეგების გაყალბება, თუმცა აღარ აქვეყნებენ ამ შედეგებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. 2020 წელსაც და 2024 წელსაც მათი ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც „გაყალბებულად" წარმოაჩენდა არჩევნებს, თუმცა ყველა ხედავს, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად, ძალიან მაღალ დონეზე, შესაბამისად ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული,"- განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)