|
2025-03-07 10:08:44, 627 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, მომხმარებლის გამოცდილების მართვის წლის მთავარი ღონისძიება, CX Business Summit Georgia გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით, მომხმარებლის გამოცდილების მართვის წლის მთავარი ღონისძიება, CX Business Summit Georgia გაიმართა მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summitი - წლის მთავარი ღონისძიება CX-ის მიმართულებით. სამიტის მონაწილეებს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო CX ექსპერტებმა ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და კანადიდან, მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიდგომები და პრაქტიკები გაუზიარეს. სამიტი გაიხსნა CX Hub-ს თანადამფუძნებლებისა და TBC-ის ბრენდის გამოცდილებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის მაკუნა თავბერიძის მისასალმებელი სიტყვით ბიზნესის ჯანსაღი განვითარებისთვის მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ. მომხმარებლის გამოცდილების მართვის ექსპერტებს შორის იყვნენ დარგის წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტები ამერიკული და ევროპული ბაზრის გამოცდილებით: იან გოლდინგი - Customer Experience Consultancy | CXPA (UK), შონ ბელდინგი - CX Global Guru | The Belding Group (Canada), ოლგა პოტაპცევა - European Customer Consultancy | CX Panda (UK), ჯულიან ჰავესი - Qmatic (UK), ნიკ ვან ლანგენდონქი - Unbossers Network (Belgium). სამიტზე CX Hub-მა, საქართველოში პირველად, წარადგინა მომხმარებლის გამოცდილების მართვის ჯილდო - CX Award Georgia, რომლის ნომინანტებიც გახდნენ კომპანიები: Fina2, Orson, Radars, Waitercall, Carrefour, Hellio.ai. CX Business Summit-ის ფარგლებში ასევე გაიმართა CX-ის გლობალური ექსპერტის და Customer Experience Professional Association-ის თანადამფუძნებელი წევრის - იან გოლდინგის ვორქშოფი. წელს უკვე მეორედ CX Business Summit Georgia-ს სტატისტიკა ციფრებით კიდევ ერთხელ ახდენს ვალიდაციას, რომ CX Hub მომხმარებელზე ფოკუსის გადააზრებით და მხარდაჭერით განვითარების ახალ პერსპექტივებს ქმნის ქართული ბიზნესისთვის: 350 სტუმარი, 80-მდე ქართული ბიზნესი და 10-მდე ინდუსტრია - წარმოდგენილი CX Business Summit-ზე ფინანსური, სადაზღვევო, ტელეკომუნიკაციების, IT, საგანმანათლებლო, ტურიზმის, სამედიცინო, ელ.კომერცია, საცალო ვაჭრობის, სამშენებლო და სხვა სექტორებიდან. თიბისი მუდმივად ისწრაფვის ინოვაციების, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისკენ. სწორედ ამიტომ თიბისი უკვე მეორე წელია CX ბიზნეს სამიტის მხარდამჭერია, რომელსაც მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო CX Hub აორგანიზებს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიზნეს გარემოს განვითარებაში, ინოვაციური იდეების გაცვლასა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიების დანერგვაში. „თიბისიში გვჯერა, რომ მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნა ბიზნესის მდგრადი ზრდის საფუძველია. უკვე ორი წლის განმავლობაში CX ბიზნეს სამიტის მხარდაჭერა ასახავს ჩვენს ერთგულებას ინოვაციების, მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიებისა და ისეთი ბიზნეს გარემოს შექმნისადმი, სადაც კომპანიებს შეუძლიათ უკეთ გაუგონ და მოემსახურონ თავიანთ მომხმარებლებს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ცვლილებების განხორციელებისა და ინდუსტრიებს შორის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის პრაქტიკების გაზიარებისთვის" - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი. კომპანია CX Hub არის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის წამყვანი სააგენტო საქართველოში, რომელიც ეხმარება ბიზნესებს CX და EX (მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების) მართვის კვლევებში, სტრატეგიების შემუშავებასა და CX Management სისტემების დანერგვაში. ღონისძიების ორგანიზატორია: CX Hub - მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო გენერალური პარტნიორი: თიბისი პარტნიორები: NGT Group, CommuniQ, University of Georgia, The European Fund for Southeast Europe (EFSE), Interaction Design Foundation (IxDF), The CX Academy, Blue Ocean, ProdAct Community, BM.GE, ქალების ნარატივი, Entrepreneur, Imedi L, Balanc
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



