|
2025-03-06 14:14:03, 581 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ქვეყანაში არსებობს თუ არა საერთოდ არჩევნები?! დასავლეთი გვეუბნება, რომ არჩევნები გაუქმებულია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
შესაბამისი ცვლილებები თუ არ შედგა, თვითმმართველობის არჩევნები უკვე არის გამოცხადებული არალეგიტიმურად, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ევროსაბჭოს დელეგაცია ჩამოვიდა, შეისწავლა ვითარება და თქვა, რომ უნდა გადადოთ ადგილობრივი არჩევნები, არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვსო. „თვითმმართველობის არჩევნები უკვე არის გამოცხადებული არალეგიტიმურად, თუ არ შედგა შესაბამისი ცვლილებები, ამიტომ ეს არჩევანზე კი არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ ჩამოვიდა შესაბამისი ევროსაბჭოს დელეგაცია, შეისწავლა ვითარება და თქვა, რომ უნდა გადადოთ ადგილობრივი არჩევნებიო, იმიტომ რომ არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. აქ საკითხი არ არის, ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, არამედ ამ ქვეყანაში საერთოდ არსებობს არჩევნები, თუ გააუქმეს ოფიციალურად. დასავლეთი გვეუბნება, რომ გაუქმებულია არჩევნები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. როგორც სალომე სადამაშვილი ამბობს, „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება არალეგიტიმურ რუსულ რეჟიმს ეშინია“. „მხოლოდ არჩევნების შემდეგ, რომელიც როგორც რუსული სპეცოპერაცია ჩაატარეს, ბოლო გამოკითხვით თუ არ ვცდები დაკარგეს, მხარდაჭერის 12-13 პროცენტი. ამიტომ იციან, რომ არანაირი შანსი არ აქვთ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით ძალაუფლების შენარჩუნების. მაშინ რაში დასჭირდათ გაყალბება? აღარ აქვთ რეალურად მხარდაჭერა, ამიტომ წავიდნენ გაყალბებაზე, ამიტომ აღმოჩნდნენ სანქცირებულები, სრულიად იზოლირებულები დასავლეთისგან და დღეს ხან ტაჯიკეთში, ხან უზბეკეთში დადიან, იმიტომ რომ სხვაგან მათ არავინ აღარც იღებს, არც ელოდება და არც ხელს ართმევს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)