13:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 13:51:19, 491 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - აუცილებელია და გარდაუვალია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

დასავლური ქვეყნების მხრიდან სანქციები მოძალადე პოლიციელებზე, პროკურორებზე, ცრუ მოწმეებზე არის მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულები არიან საქართველოში მოქალაქეების ბედით - იმ უსამართლობით, რასაც ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლება და რეჟიმი აკეთებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ პირს, რომელიც თანამონაწილეობს დანაშაულებში, ცრუ დასმენებში და სასამართლო პროცესებში, „სადაც მიიღება ანტიჰუმანური, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახავი გადაწყვეტილებები, აუცილებლად პასუხი მოეთხოვებათ“.

„დასავლური ქვეყნების მხრიდან სანქციები მოძალადე პოლიციელებზე, პროკურორებზე, ცრუ მოწმეებზე არის ერთადერთი და მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულები არიან საქართველოში მოქალაქეების ბედით, იმ უსამართლობით, რასაც ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლება და რეჟიმი აკეთებს. ფაქტობრივი მტკიცებულება და მოცემულობაა, მათ შორის ჩვენგან არსებული პირობაა ის, რომ თითოეულ პირს, რომელიც თანამონაწილეობს დანაშაულებში და ასევე, თანამონაწილეობს ცრუ დასმენებში, სასამართლო პროცესებში, სადაც მიიღება ანტიჰუმანური, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახავი გადაწყვეტილებები, აუცილებლად პასუხი მოეთხოვებათ.

ის ჯარიმები, რომლითაც უსამართლოდ ჯარიმდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პროტესტში მონაწილეობენ, ჩვენ მიერ აუცილებლად გაუქმებული იქნება და ეს ჯარიმები რეგრესის წესით ამოღებული იქნება და დაუბრუნდებათ, როგორც კომპენსაცია მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპზე არიან დაჯარიმებულები უსამართლოდ, უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით“, - განაცხადა კუპრაძემ.

გარდა ამისა, კუპრაძემ ჟურნალისტებთან ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აუცილებელი და გარდაუვალია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება“.

„კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ დიდი ხანია საუბრობს ძალიან მარტივ მოცემულობაზე, რომ აუცილებელია და გარდაუვალია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, სადაც მათ შორის, ვიზუალურად შესაძლებლობა იქნება, რომ იარსებოს ერთიანმა სისტემამ და სტრუქტურამ, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ძალიან მარტივი მოცემულობა, ეს შეიძლება იყოს - ე.წ. სახალხო პარლამენტი ან ეროვნული საბჭოს სახელით ცნობილი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს და მოქალაქეები დაინახავენ ვინ არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც უნდა მართონ ეს სახელმწიფო, ვგულისხმობ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სალომე ზურაბიშვილის როლი, მისი თანამონაწილეობა და ეს შეთავაზება არაერთგზის გაკეთებულია პროდასავლურ კოალიციებთანაც და სალომე ზურაბიშვილთანაც. ჩვენ და მოქალაქეებს სჭირდება ის, რომ მივიღოთ პასუხი არიან თუ არა მზად მონაწილეობა მიიღოს პროდასავლურმა პოლიტიკურმა აქტორებმა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნაში“, - აღნიშნა კუპრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics