|
2025-03-05 12:18:56, 519 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლები ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდნენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებს ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიდერებთან შეხვედრები ჰქონდათ. როგორც გეგელია სოციალურ ქსელში წერს, ლატვია და რეგიონის სხვა სახელმწიფოები ერთგულად და მყარად დგანან ქართველი ხალხის გვერდით. „საქართველოს დემოკრატიული ძალების ერთობლივი სამუშაო ვიზიტი ლატვიაში. გვქონდა შეხვედრები ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიდერებთან. მივიღეთ მონაწილეობა ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის (LATO) მიერ მოწყობილ დისკუსიაში საქართველოს თაობაზე. ლატვიელები ჩვენი უახლოესი მეგობრები არიან, ვისაც უზომოდ უყვართ საქართველო და ესმით ჩვენი ისტორიული დილემები. ლატვია და რეგიონის სხვა სახელმწიფოები ერთგულად და მყარად დგანან ქართველი ხალხისა და ჩვენი დემოკრატიული ბრძოლის გვერდით. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ყველა გამოწვევას!”, - წერს გეგელია სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)