03:36 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 21:31:36, 842 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - მიუღებელია, როდესაც არ ერიდებიან შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, მას აქვს სუვერენული უფლებები და მიუღებელია, როდესაც არ ერიდებიან შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა ლიეტუვა და ლატვია რუსეთის ფედერაციასთან არ ერიდებიან ვაჭრობას, ამის გამო ისინი საქართველოს აკრიტიკებდნენ.

„ზოგადად, ქვეყნებს შორის ურთიერთობები, პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და საერთაშორისო პრინციპებს და ნორმებს. როდესაც ჩვენ ვინმეს ვაკრიტიკებთ და ვგმობთ საერთაშორისო ნორმების დარღვევის თუ უგულებელყოფის გამო, არ შეიძლება, ისინი იყენებდნენ იმავე ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, მას აქვს სუვერენული უფლებები და, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნების ელჩები, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტროები, სახელმწიფოების დონეზე არ ერიდებიან სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რაც არის სრულად სუვერენული უფლება ამ ქვეყნის”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველა ტელეარხმა ტრამპის ბოიკოტი გამოაცხადა
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დეპორტირებულია
ღარიბაშვილის ახალი წერილი - ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics