|
2025-03-04 18:41:50, 670 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა მედიის და FARA-ს კანონებს I მოსმენით მხარი დაუჭირა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს და მაუწყებლობის შესახებ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. "ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და ისევ და ისევ, თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია, რომ თავიანთი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება, რომ ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს და საზოგადოებას აქვს უფლება, რომ მიიღოს სწორი, გადამოწმებული, ჯეროვანი ინფორმაცია და არა პოლიტიკური შეხედულებებით დახუნძლული, თუ პირდაპირ დეზინფორმაციული ხასიათის ფაქტების გავრცელება, რომლის არაერთი მაგალითიც ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ, რისი პრევენციაც ჩვენ გვინდა." - განაცხადა დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ. არლამენტმა პლენარულ სხდომაზე "FARA"-ს კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომაზე კანონპროექტი ოცნების დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა და მუხლები პრინციპების დონეზე განიხილა. "ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც არის დეტალური თარგმანი ამერიკული კანონისა. [...] პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე წარმოგიდგენთ "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს".
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)