|
2025-03-04 18:23:47, 716 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - კანონზე რამდენიმე მედია დარდობს, რომლებსაც სიძულვილისა და სიცრუის დათესვის დაკვეთა აქვთ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საზოგადოებას უნდა სიმშვიდე და რაც მთავარია, სიძულვილისგან დაცლილი სწორი ინფორმაციის მიღება მედიასაშუალებებისგან, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საჭიროა „მედიის შესახებ“ კანონის მიღება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოში კონკრეტული მედიასაშუალებები პოლარიზაციის მთავარ წყაროდ არიან ქცეულნი. „სიძულვილისგან და სიცრუისგან უნდა იყოს დაცლილი ქართული მედია. ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ეგზისტენციალური ამოცანა. თავიდან ბოლომდე ხელოვნურად თავსმოხვეულია ის სიძულვილი და სიცრუე, რასაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში. ამ მეთოდებს იყენებენ კონკრეტული ძალები ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ასეთი რამ დასრულდეს, ან მინიმუმ შეიზღუდოს, საჭიროა შესაბამისი კანონების მიღება. გადავხედოთ, ვინ დარდობს ამ კანონზე – ესენი არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან სიძულვილსა და სიცრუეს, გარე-დაკვეთების საფუძველზე. სხვას რატომ არ აღელვებს ეს ცვლილებები“, – განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ქვეყენაში არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან სიცრუის და სიძულვილის დათესვას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმს და მარტო ისინი დარდობენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)