|
2025-03-04 18:04:56, 497 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლება არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადასცდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უკრაინის ხელისუფლება არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ,,ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდების ჩამორთმევას შეეხებოდა. მისივე შეფასებით, ესგადაწყვეტილება არასერიოზულია. „უკრაინის ხელისუფლება არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. თუმცა აქ არასერიოზულობაც არაა მთავარი პრობლემა. მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს. ამას აკეთებდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, ამას აკეთებდა პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი. თავად უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია ელჩი საქართველოდან ორი საბაბით: ეს იყო მებრძოლი - მოხალისეების არ გაგზავნა და ეს იყო სანქციებთან არ მიერთება. ამ ყველაფრის ფონზე ეს არასერიოზულობა საერთოდ არ იმსახურებს არავითარ კომენტარს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოართვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)