|
2025-03-04 11:38:44, 514 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ქალბატონო ბერბოკ, გაშიფრული ხართ, ეს ორმაგი სტანდარტები არ გამოგივათ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
"ანალენა ბერბოკი ჭკუას გვასწავლის, რომ სოციალურ ქსელში მას შეურაცხყოფას რომ მიაყენებენ, ეს დასჯადი უნდა იყოს და პოლიციას რომ სილას გაარტყამს, ისეთი პატიმარი ციხიდან უნდა გამოუშვას, უკაცრავად, ქალბატონო ბერბოკ, გაშიფრული ხართ, ეს ორმაგი სტანდარტები არ გამოგივათ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, „დიფ სთეითი“ გერმანიაშიც ბობოქრობს.
ცნობისთვის, გერმანია ითხოვს „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“. „ქართველი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნის შემდეგ ხვალ სასამართლოში წარდგება. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს. „ქართული ოცნება“ ჟურნალისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ დაშინების კამპანიას აგრძელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც თავისუფლებას იცავს“, - წერს გერმანიის საგარეო უწყება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)