|
2025-03-03 13:21:07, 637 ნახვა
პოლიტიკა
ლანა გალდავა - საქართველო საერთაშორისო სანქციებს ისედაც იყო მიერთებული და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ „ლელოს“ არასდროს უსაუბრია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საქართველოს მთავარი ინტერესია ძლიერი პარტნიორების და მოკავშირეების ყოლა. ძლიერი პარტნიორები და ძლიერი მოკავშირეები არიან აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და ის ქვეყნები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მიყვებიან ოკუპირებული რეგიონების არაღიარების ფაქტს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა. გალდავას თქმით, აუცილებელი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ყველა ამ სახელმწიფოსთან მუდმივი კომუნიკაცია. „რაც შეეხება კონკრეტული პირების კონკრეტულ გამონთქვამებს, მათ შეფასებას არ დავიწყებ. „ლელოს“, „ძლიერ საქართველოს“ დაინიცირებული ჰქონდა საქართველოს დაცვის აქტი, ჩვენ მუდმივად ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს ისედაც იყო შეერთებული, ჩვენ არ ვამბობდით, რომ შესაწყვეტია ურთიერთობა რუსეთთან სავაჭრო მიმართულებით. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ საქართველოს ტერიტორია არ შეიძლება იქნას გამოყენებული ორმაგი დანიშნულების ტვირთების ტრანზიტისთვის. ირაკლი კუპრაძის განცხადება ეხებოდა საქართველოს ტერიტორიის არგამოყენებას ორმაგი დანიშნულების ტვირთებისთვის, თქვენ თუ გადახედავთ საქართველოს დაცვის აქტს, ნახავთ, რომ არის ჩამონათვალი, როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და არის აბსოლუტურად თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან და ეს გახლდათ სწორედ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. რაც შეეხება საერთაშორისო სანქციებს, საქართველო ისედაც იყო მიერთებული და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ „ლელოს“, „ძლიერ საქართველოს“ არასდროს უსაუბრიათ“, – განაცხადა ლანა გალდავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)