|
2025-02-28 15:58:55, 673 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - გარდაუვალი იქნება დასავლეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პროცესის გაგრძელება
ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, რაც სანქციებისთვის ემზადება - ერთადერთი, რაც დღეს დასავლეთში განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ზეწოლა მასსა და მის რეჟიმზე, მათ შორის სანქციების შემოღების გზით,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. სალომე სამადაშვილის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ ფინანსურ სანქციებს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან მას ფინანსური აქტივების დიდი ნაწილი ოფშორულ ზონებში აქვს თავმოყრილი. „ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, რაც სანქციებისთვის ემზადება. იცის, რომ გარდაუვალი იქნება დასავლეთის მხრიდან მისი, როგორც რუსეთის მოკავშირის დასანქცირების პროცესის გაგრძელება. აშშ-ს სწორედ ამ მიზეზით ჰყავს დასანქცირებული, რომ ის რუსეთის და პუტინის რეჟიმის ინტერესებს ახორციელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ამ პროცესის გაგრძელება მისთვის დამაზიანებელი იქნება, რადგან მას ოფშორულ ზონებში დიდი რაოდენობით აქტივები ჰქონდა მობილიზებული. ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ინდივიდუალურ ფინანსურ სანქციების დაწესებას გაამარტივებს. არავინ არ აპირებს ურთიერთობების გადატვირთვას რუსი ოლიგარქის რეჟიმთან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)