|
2025-02-25 09:50:07, 490 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს არ გამართავს, თუ ისრაელი პალისტინელ პატიმრებს არ გაათავისუფლებს
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს არ გამართავს, თუ ისრაელი პატიმრებს არ გაათავისუფლებს. „ბიბისის“ ცნობით, „ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელთან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომი ნაბიჯების შესახებ მოლაპარაკებები დამოკიდებულია პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებაზე, როგორც ეს შეთანხმებული იყო. მანამდე, ისრაელმა განაცხადა, რომ აყოვნებს 600-ზე მეტი პალესტინელის გათავისუფლებას. ამასთან, ისრაელმა „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების არაერთ დარღვევასა და ისრაელელი მძევლების „დამამცირებელ პირობებში გადაცემაში” დაადანაშაულა. საპასუხოდ „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მთელი შეთანხმება „სერიოზულ საფრთხეში“ ჩააგდო და შუამავლებს, განსაკუთრებით აშშ-ს, მოუწოდა, ისრაელზე ზეწოლა მოახდინონ. ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გაფორმებული შეთანხმების პირველი ფაზა და ექვსკვირიანი დროებითი ზავი მიმდინარე კვირის ბოლოს იწურება, მაგრამ მეორე ფაზისა და ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა „არასტაბილურია“ და საომარი მოქმედებების განახლება ყველა ფასად უნდა იყოს თავიდან აცილებული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)