|
2025-02-24 19:02:23, 515 ნახვა
მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა - 107 ახალი სანქცია. სანქციების ეს პაკეტი მიზანში იღებს მომარაგების ჯაჭვებსა და შემოსავლებს, რომლებიც პუტინის უკანონო ომს ხელს უწყობს
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციები ეხება რუსი სამხედროებისთვის მანქანა-იარაღების, ელექტრონიკისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის მწარმოებლებსა და მომწოდებლებს, რომლებიც ძირითადად მესამე ქვეყნებშია დაფუძნებული, კერძოდ, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, თურქეთში, ტაილანდში, ინდოეთსა და ჩინეთში. ასევე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრს, ნო კვანგ-ქოლს, ჩრდილოეთ კორეელ გენერლებსა და 13 რუსულ ობიექტს დაუწესა.
ამასთან, დღეს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინისთვის 4,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)