|
2025-02-24 15:40:47, 579 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის ელჩი - საქართველოსთვის “ომში ჩართვა“ არ გვითხოვია
გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი განმარტავს, რომ არ არის მართალი, თითქოს დასავლეთი საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას სთხოვდა. ის ამბობს, თუ რას სთხოვდა ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს - სანქცირებული საქონლის დაუშვებლობასა და ფინანსური [საბანკო] საქნციების აღსრულებას. „ბევრ ჩვენგანს სმენია, თითქოს დასავლეთს - ასევე, სხვადასხვა ტერმინს იყენებენ, - სურს, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი, ან გააკეთოს რაიმე საკუთარი უსაფრთხოების, საკუთარი ეკონომიკის დასაზიანებლად, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე. ეს უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ელჩმა უორდმა. „ეს არ არის ის, რაც ჩვენ ვითხოვეთ. ის, რაც ჩვენ - გაერთიანებულმა სამეფომ - მოვითხოვეთ, არის ის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, როგორც სატრანზიტო პუნქტი საბრძოლის ველზე გამოსაყენებელი ტვირთისთვის“, - განაცხადა მან 24 თებერვალს თბილისში, „რონდელის ფონდის“ დისკუსიაზე
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)