|
2025-02-24 15:25:49, 481 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მგალობლიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სხდომის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის მთავრობის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხები განიხილეს. „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავრობის საქმიანობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და დროებით დევნილი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამინისტროდ გარდაქმნასთან დაკავშირებით, რაც უწყების ეფექტიანობის მდგრადობას და მოქალაქეთა სრულყოფილ მომსახურებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა. ცვლილებების თანახმად, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს სტატუსი შეეცვალა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროდ ჩამოყალიბდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)