12:21 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 12:48:10, 392 ნახვა

მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს

ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს. ახლა, როგორც არასდროს, უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა დავაყენოთ, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) ხელმძღვანელი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მერცი ხაზს უსვამს, რომ სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად საჭიროა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის მონაწილეობით გაიმართოს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის სამი წელი. ომის სამი წელი ევროპაში. სამი წელია, არ გვშორდება ნგრევისა და ომის დანაშაულების საშინელი სურათები. ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს. ახლა, როგორც არასდროს, უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა დავაყენოთ. სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს“, - წერს მერცი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცხინვალში ე.წ აჩევნებზე მარატ კამბოლოვი - 88,4% ლიდერობს
ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს ერთმანეთი ენატრებათ
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
დააკავეს პირი, რომელმაც მაღაზიიდან კომპიუტერულ ტექნიკა მოიპარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics