|
2025-02-24 10:13:35, 534 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი დღეს თურქეთში ჩავა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორშაბათს, 24 თებერვალს თურქეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს გამოცემის ინფორმაციით, ლავროვი თურქეთში განიხილავს საკითხებს ბოლო მოლაპარაკებების თაობაზე ამერიკელ ოფიციალურ პირებთან უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ასევე, როგორ შეუძლია ანკარას წვლილი შეიტანოს პროცესში. გამოცემას წყარომ ანონიმურობის დაცვით განუცხადა, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი, რომელიც მასპინძლობდა საწყის მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ, "მზადაა იკისროს ეს როლი მომავალ პერიოდში". წყაროს თქმით, ლავროვი და მისი თურქი კოლეგა ჰაკან ფიდანი ასევე განიხილავენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს და სირიაში არსებულ ვითარებას. ამერიკელი და რუსი მომლაპარაკებლები უკრაინის საკითხზე გასულ კვირაში ერ-რიადში შეხვდნენ ერთმანეთს. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)