|
2025-02-23 12:56:27, 440 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი აცხადებს, რომ არ გაათავისუფლებს ასობით პალესტინელ პატიმარს, სანამ „ჰამასი“ საკუთარ პირობებს არ შეასრულებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელი 620 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას არ აპირებს მანამ, სანამ „ჰამასი“ მძევლების შემდგომ გათავისუფლებას „დამამცირებელი ცერემონიების გარეშე“ არ უზრუნველყოფს. გუშინ „ჰამასმა“ ისრაელს 6 მძევალი გადასცა. ისინი ბოლო ცოცხალი მძევლები იყვნენ, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე უნდა გაეთავისუფლებინათ. ოთხი დაღუპული მძევლის ცხედარი კი ისრაელს მომავალ კვირას გადაეცემა. „ჰამასის“ პრესსპიკერმა, აბდულ ლატიფ ალ-კანუმ, ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, შაბათს, ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, პალესტინელი პატიმრები არ გაათავისუფლეს, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)