|
2025-02-21 17:42:00, 595 ნახვა
პოლიტიკა
ნინო დოლიძე - პრეზიდენტთან განვიხილეთ მიუნხენში ვიზიტი და იქ განხორციელებული შეხვედრები
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან გამართულ აუდიენციაზე სალომე ზურაბიშვილმა მესამე სექტორს ინფორმაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მიაწოდა. ნინო დოლიძის ცნობითვე, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მსჯელობის მეორე საგანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული რეჟიმის რეპრესიები იყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საკუთარ სამუშაო ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მესამე სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი აუდიენციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)