18:06 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 10:15:40, 548 ნახვა

ეკონომიკა
PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობს

ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს.

PSP-ს სტუდენტური ბარათის მფლობელები სარგებლობენ მუდმივი ფასდაკლებებით შერჩეულ ბრენდებზე, ერთვებიან PSP-ს ლოიალობის პროგრამაში და ნებისმიერ შენაძენზე აგროვებენ ქულებს.  

სტუდენტური ბარათების გაცემა PSP-ს აფთიაქებში 20 თებერვლიდან დაიწყო. სიახლესთან დაკავშირებით, 20 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, სტუდენტებს რომლებიც აიღებენ ბარათებს, საჩუქრად გადაეცემათ 10 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.

სტუდენტები ფულადი ვაუჩერის კოდს მიიღებენ SMS-ის სახით 1 მარტს და გამოყენებას შეძლებენ ნებისმიერ შენაძენზე, 30 აპრილის ჩათვლით.

სტუდენტური ბარათის მუდმივი ფასდაკლება მოქმედებს შემდეგ ბრენდებზე:

ვიტამინები და საკვები დანამატები:

  • -35%: Solgar, Amvilab, Pileje, Doppel Herz, GMP, Orthomol, Pure

თავის მოვლის საშუალებების ბრენდები:

  • -50%: Bioderma, Topicrem, SVR, Mizon, Village 11, A'pieu, Bio-rom, Le Petit Olivier, Kaypro, Echos line, Ziaja, Institut karite, REF, Sebamed
  • -40%: Tonymoly, Isis Pharma
  • -30%: Vichy, La Roche, Embryolisse, CRV, Uriage, Nuxe
  • -20%: Essence, Catrice

პირის ღრუს მოვლის საშუალებები:

  • -40%: Curasept, Blanx, Biorepair.

“PSP უკვე 30 წელია მომხმარებლების ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს. PSP სტუდენტური ბარათი სპეციალურად ახალგაზრდებისთვის შეიქმნა. სტუდენტები ამ ბარათით, მუდმივი ფასდაკლებით შეძლებენ მათთვის საინტერესო პროდუქტების შეძენას, როგორიცაა ვიტამინები და კვების დანამატები, თავის და პირის ღრუს მოვლის საშუალებები და სილამაზის პროდუქტები. 28 თებერვლის ჩათვლით სტუდენტური ბარათის მფლობელები დამატებით საჩუქრად ვაუჩერს მიიღებენ, რომლის გამოყენება სურვილისამებრ შეუძლიათ მომდევნო 2 თვის განმავლობაში. უახლოეს დღეებში PSP კიდევ ბევრ სასარგებლო სიახლეს შესთავაზებს ერთგულ მომხმარებელს“ - აცხადებენ PSP-ში.    





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics