|
2025-02-20 18:45:21, 509 ნახვა
პოლიტიკა
რადოსლავ სიკორსკი - ევროკავშირმა და კანდიდატმა ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გაფართოების პროცესს
„მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა.“ - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის პრიორიტეტზე საუბრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე ევროკავშირმა და კანდიდატმა ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გაფართოების პროცესს. სიკორსკის თქმით, პოლიტიკური ვაკუუმის დატოვება უახლოეს სამეზობლოში - ბალკანეთში, უკრაინაში ან მოლდოვაში - კარის გაღებაა სხვა, არადემოკრატიული ძალებისთვის. მან ისაუბრა გაფართოების პროცესში „უარყოფით ტრენდებზეც“ და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა და გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოში ანტიევროპული ტრენდი „შემობრუნდება. ასევე, მხარდაჭერა გამოხატა ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მიმართ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)