|
2025-02-20 15:49:03, 504 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - NATO-ს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის განთავსება უკრაინაში ჩვენთვის მიუღებელია
NATO-ს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის უკრაინაში შესაძლო გაგზავნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვი გამოეხმაურა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ამ ინფორმაციამ კრემლი აღაშფოთა, "განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ევროპელი ლიდერები განიხილავენ უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსებას". "ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით ამ ინფორმაციას და ვაკვირდებით ევროპელების ზოგჯერ წინააღმდეგობრივ ოფიციალურ განცხადებებს ამ საკითხზე. ეს იწვევს ჩვენს შეშფოთებას, რადგან საუბარია სამხედრო კონტინგენტის გაგზავნაზე, NATO-ს ქვეყნების შესაძლო, ჰიპოთეტურ სამხედრო განლაგებაზე უკრაინაში" - თქვა პესკოვმა. ასე გამოეხმაურა პუტინის პრესსპიკერი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი გეგმავს მომავალ კვირას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წარუდგინოს უკრაინაში ევროპული ქვეყნების მშვიდობისმყოფელი კონტინგენტის განლაგების გეგმა. კრემლის პრესსპიკერის თქმით, "ეს საკითხი რუსეთის უსაფრთხოების თვალსაზრისით სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს". "ამიტომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მას განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით. მინდა შეგახსენოთ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები – NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენთვის მიუღებელია" - განაცხადა პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)