|
2025-02-20 13:05:30, 378 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - რადიკალიზმის ადგილი დღეს საქართველოში არ არის, ეს ყველაფერი მალე დასრულდება
„რადიკალიზმის ადგილი დღეს არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ არის. ეს ყველაფერი მალე დასრულდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების გორში გამართულ დისკუსიას, რომელიც რადიკალური ხასიათის ბანერების ფონზე გაიმართა, კახა კალაძის თქმით, ეს მძიმე ფაქტია და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. „ძალიან მძიმე ფაქტია. ეს ადამიანები ჯერ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი. ისინი ახალისებენ ბოროტებას ქვეყანაში, საზოგადოების გახლეჩას, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველაფერი მთლიანად გადალაგდება. მსოფლიო იცვლება. რადიკალიზმის ადგილი დღეს არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ არის. ეს ყველაფერი მალე დასრულდება. რადიკალიზმი დამარცხდება. ზოგადად რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება. გაიხსენეთ გერმანიის ელჩი, რა კომენტარებს აკეთებდა, ჩვეულებრივი მავნებელია. ის საერთოდ გამოსულია მომსახურების არეალიდან. ვერ ხვდება და ვერ წარმოუდგენია რა არის მისი ფუნქცია. როდესაც აშშ-დან განცხადებებს აკეთებენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ეს ევროპელ დიპლომატებს არ მოსწონთ და ამას შიდა პოლიტიკაში ჩარევას უწოდებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)