14:47 - 19 Sep, 2026
|
2025-02-20 11:03:08, 401 ნახვა
მსოფლიო
ჯასტინ ტრუდო - კანადა უკრაინას მხარს ყოველთვის დაუჭერს
კანადა უკრაინას მხარს ყოველთვის დაუჭერს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. „კანადა და ჩვენი მოკავშირეები ვლადიმერ პუტინის მიერ საერთაშორისო წესრიგის უკანონო, ამორალური და უსამართლო დარღვევების წინააღმდეგ გაერთიანებულები არიან“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ. მისი თქმით, უკრაინელები თავიანთი სუვერენიტეტისთვის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის იბრძვიან, რომელიც რუსეთმა რამდენიმე წლის წინ მიზანმიმართულად დაარღვია. „უკრაინელები იბრძვიან და იღუპებიან არა მხოლოდ თავიანთი სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ ისინი წესებზე დაფუძნებული წესრიგისთვისაც იბრძვიან, რომელიც თითქმის 80 წელია მთელს მსოფლიოში ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ტრუდომ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)