|
2025-02-19 14:15:31, 538 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „ტვ პირველის“ ოპერატორის დაკავებაზე - თუ ეს პირი ფიქრობს, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია მიმართოს სასამართლოს
პოლიციას აქვს სხვადასხვა დანაყოფი - ვიღაცას ფორმა აცვია, ვიღაცას სამოქალაქო, ჩვეულებრივი ტანსაცმელი. ისინი ეცნობიან, როგორც პოლიციელი და წარუდგენენ თავიანთ საბუთს, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების მიერ „ტვ პირველის“ ოპერატორის დაკავებას შეეხებოდა. მისი თქმით, თუ დაკავებული ოპერატორი მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია სასამართლოს მიმართოს. „პოლიციას აქვს სხვადასხვა დანაყოფი - ვიღაცას ფორმა აცვია, ვიღაცას სამოქალაქო, ჩვეულებრივი ტანსაცმელი. ისინი ეცნობიან, როგორც პოლიციელი და წარუდგენენ თავიანთ საბუთს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნებოდა. თუ ეს პირი ფიქრობს, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია მიმართოს სასამართლოს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. ამავე თემაზე საუბრისას, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ დაკავებული ოპერატორი აქციაზე არა კამერით, არამედ ბანერით იდგა. „მე იქ ვერ დავინახე ოპერატორი. იქ კამერით არავინ მდგარა. რა კადრებიც ვიხილე, ჩვეულებრივი აქტივისტი გახლავთ ეს პიროვნება - არ ვიცი, წარსულში ოპერატორი იყო თუ მომავალში აპირებს ოპერატორობას, მაგრამ ჩვეულებრივად, ბანერით იდგა. ბანერით ვნახე ეს პიროვნება კადრში, რომელიც უერთდებოდა აქციას. ძალიან სამწუხაროა და ხაზი უნდა გავუსვათ, რომ აქციაზე მისული ადამიანები პირდაპირ „პარტაქტივს“ წარმოადგენენ და იმ მავნებელ „ენჯეოებს“ წარმოადგენენ, მაგრამ, ასევე ადამიანთა დიდი ჯგუფი იდგა, რომელიც გულწრფელი პროტესტისთვის იყვნენ მისულები და მათ დღის წესრიგს სიტუაციის დაძაბვა და ძალადობრივ აქციებში მონაწილეობა არ წარმოადგენდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. მანამდე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ სვამს რამდენიმე პირი ერთ ადამიანს მანქანაში და ისმის ხმა: „ოპერატორი ვარ, ლაშა ჯიოშვილი“. ამასთან, „ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)