|
2025-02-19 14:15:26, 519 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ვინც გვაფასებს, იმ ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც გვაფასებს, იმ ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობ,ა - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლონეთს ახლა არ უნდა ჰქონდეს იმის დრო, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასოს. „მე არ მგონია, პოლონეთს ახლა უნდა ჰქონდეს დრო, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასოს. გამომდინარე იქიდან, რომ თავად ევროკავშირში არის ბიუროკრატიაში სერიოზული პრობლემები. ევროკავშირს პირდაპირ ადანაშაულებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უსამართლობაში და აბა, გააკრიტიკოს ამერიკის პრეზიდენტი, პოლონეთი ხომ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა? ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა ამერიკას, ეს პირდაპირ თქვა ამერიკის პრეზიდენტმა და რატომ არაფერს ამბობს? ამიტომ ჩვენთვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც ჩვენ გვაფასებს, აი, იმ ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობა,“ -განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობამ X-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება , სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის დროს საქართველოსთვის ცარიელი სკამი იყო დარჩენილი. „ზოგად საკითხთა საბჭოს (GAC) არაფორმალური შეხვედრის პირველ სესიაში ევროპულ საქმეთა მინისტრებმა და გაწევრიანების მსურველმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოსთვის სკამი ცარიელი იყო დარჩენილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)