|
2025-02-19 12:26:30, 437 ნახვა
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე - ჩვენი მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე
ჩვენი მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და თავად დავაფინანსოთ ისეთი მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დაფინანსდება ის მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება, მათ შორის, შშმ პირებთან, გარემოს დაცვასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. „კანონმდებლობის მიღების კუთხით ორი მიზანი გვაქვს. პირველი საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობაა. ამისთვის ჩვენ „გამჭვირვალობის კანონი“ მივიღეთ და შეიძლება, მივიღოთ FARA-ს კანონიც, რათა ვნახოთ, ეს თანხები სად იხარჯება. ბოლო პერიოდმა აჩვენა, რომ ბევრი სიკეთისთვის იხარჯება, ბევრი კიდევ გაურკვეველი და საეჭვოა. მეორე, ახლა რა კანონსაც ვიღებთ, ჩვენ გვინდა ამ კანონის საშუალებით ფონდის შექმნა, რომ საქართველომ და საქართველოს მთავრობამ თავად დააფინანსოს ის მიმართულებები და საკითხები, რომელიც ქვეყანას სჭირდება. იყო შეკითხვები, რომ თანხები რა მიმართულებებზე წავა, არ აქვს შეზღუდვა. დაფინანსდება ის მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება. ეს შეიძლება იყო შშმ პირებთან, გარემოს დაცვასთან და ყველანაირ საკითხთან დაკავშირებით. იქნება კონკურსები და ტენდერები, გამოვლინდება გამარჯვებული და დაფინანსდება ეს ორგანიზაციები. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება, პირველი – უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და მეორე, ჩვენ თვითონ დავაფინანსოთ ისეთი მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება. თუ უცხო ქვეყნები სხვა ქვეყანაში აფინანსებენ თავის ინტერესებს, საქართველომ საკუთარი ინტერესების გატარება რატომ არ უნდა დააფინანსოს“, – აღნიშნა კვიჟინაძემ. ცნობისთვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას დღეს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)