|
2025-02-18 17:00:51, 614 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება მიულოცა
ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მილოცვა. წერილი დათარიღებულია 11 თებერვლით. "მსურს მოგილოცოთ ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა და გისურვოთ წარმატებები თქვენს საქმიანობაში." - წერს ყაველაშვილი წერილში, როგორც ეს ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ნათქვამი. ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ ყაველაშვილმა "მადლობა გადაუხადა ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურს გულწრფელი მილოცვისა და კეთილი სურვილებისთვის, რომელიც მან ადრე მიიღო საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით". "ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის არსებულ გრძელვადიან ურთიერთობებს. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა არის ჩვენი ხალხების თანამშრომლობის და ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საფუძველი." - ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, ეწერა ყაველაშვილის წერილში. გასულ დღეებში ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. 2020 წლის საპროტესტო ტალღის შემდეგ ლუკაშენკომ ქვეყანაში ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია გაანადგურა, მას არჩევნებში რეალური კონკურენტი არ ჰყოლია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)