|
2025-02-18 14:00:28, 434 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - კვერცხების სროლა, ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის მათგან განსხვავებით, მიუღებელია
კვერცხების სროლა, ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის მათგან განსხვავებით, მიუღებელია - არსებობს კანონი, რომელიც კიდევ უფრო მკაცრდება და ღალატისთვის ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, რომ გარკვეული პირები მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას კვერცხებს ესვრიან. კალაძის თქმით, მათ კონკრეტული ფაქტები აქვთ “იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩადიოდნენ დანაშაულს და ღალატს ქვეყნის წინააღმდეგ”. „ზოგადად, კვერცხების სროლა, ნებისმიერი შეურაცხყოფა, ჩემთვის მათგან განსხვავებით, მიუღებელია. იმიტომ, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ახალისებენ ძალადობას. არ მახსოვს არცერთი მათგანისგან, მომესმინოს [განცხადება], თუნდაც ჟურნალისტების მიმართ როდესაც მიდის ძალადობა, შეურაცხყოფა. ადამიანმა, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელებს და ადამიანებს ცოცხლად წვავდა, ეს ქალბატონი იყო ზუსტად, რომელიც იწყალებდა, ასეთ ადამიანს. მთელი პიარ-კამპანია მიმდინარეობდა, როგორმე გმირად შეერაცხათ, წარმოგიდგენიათ რასთან გვქონდა საქმე? არ მახსოვს მათი მხრიდან არცერთი განცხადება დაეგმოთ ძალადობა, არცერთი განცხადება დაეგმოთ პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხყოფა, დევნა. მაგალითად, მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ, როდესაც ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა და უკნიდან ჩაარტყა, არ მახსოვს არცერთი განცხადება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი და ჩემთვის მიუღებელია ასეთი ქმედებები. არსებობს კანონი, რომელიც კიდევ უფრო მკაცრდება და ღალატისთვის ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება. ჩვენ კონკრეტული ფაქტები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩადიოდნენ დანაშაულს და ღალატს ქვეყნის წინააღმდეგ”, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)