|
2025-02-16 11:16:13, 405 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - ქვეყანა მიშვებულია, ავტოპილოტზეა
საზარელი ტრაგედია ბათუმში და ენით აღუწერელი უსამართლობა - ბიძინას კისერზეა რაც ხდება ეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. მისი თქმით, „ქვეყანა იმართება მხოლოდ ერთ საკითხში: ოლიგარქატის გადარჩენა.“ "საზარელი ტრაგედია ბათუმში და ენით აღუწერელი უსამართლობა. რა სიტყვებით უნდა ანუგეშო ადამიანმა ოჯახები ამ დროს. ბიძინას კისერზეა რაც ხდება ეს. ბიძინას სისტემა აკეთებს ამას. კორუფცია და სიხარბე, რომ არაფერი საჯარო უსაფრთხოებაზე არ მუშაობს, 10-15 ოჯახის კუჭის უსაფრთხოების გარდა. ქვეყანა იმართება მხოლოდ ერთ საკითხში: ოლიგარქატის გადარჩენა. დანარჩენი ავტოპილოტზეა. ამას ეწირება ყველაფერი, ბავშვებიც" , - წერს ანა დოლიძე. ცნობისთვის, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედურ შემთხვევას ორი ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბაშვები საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)