13:16 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 21:59:01, 499 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - FES-ის ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია, სოციალურ ქსელში Friedrich-Ebert-Stiftung (FES)-ის ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში განხილულ საკითხებზე განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, დისკუსიის ფარგლებში განიხილეს, საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა უსაფრთხოებაზე. შეხვედრაზე ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებზე და ავტორიტარიზმის გაღრმავების საფრთხეებზე.

დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ის რისკები იყო, რასაც რუსეთის გავლენის გაძლიერება შესაძლოა ევროპის უსაფრთხოებისთვის წარმოადგენდეს. 

"FES-ის ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა უსაფრთხოებაზე. საქართველო დგას გზაჯვარედინზე - დემოკრატია, თუ გაღრმავებული ავტორიტარიზმი. დისკუსიაზე ხაზი გაესვა ევროპის უსაფრთხოების რისკებს, თუკი საქართველო კიდევ უფრო მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ." - წერს გიორგი გახარია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics