12:32 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 18:53:42, 337 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციას მანდატები აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შეუწყვიტეს

კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გენო თებიძეს, აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატი შეუწყდა.ამის შესახებ თავად თებიძემ განაცხადა.  

მისი განცხადებით, მანდატები სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც შეუწყვიტეს, გარდა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიისა.


“არალეგიტიმურმა აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ჩვენივე განცხადების საფუძველზე, სადეპუტატო უფლებამოსილება შეგვიწყვიტა. 
მათ კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ჰყავს თვითმარქვია თავმჯდომარე, ვინაიდან, როცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მივმართე დავით გაბაიძეს, განცხადებაში ე.წ თავმჯდომარე მოხსენიებული იყო, როგორც თვითმარქვია. ამ შეფასების გამო, თავის დროზე წერილს არ იბარებდა კანცელარია. 
არაკონსტიტუციურ უმაღლეს საბჭოში მუშაობაზე უარი არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე ვთქვი,  რადგან ის არ ასახავს აჭარის მოსახლეობის ნებას და როგორც ქვეყნის მასშატბით, აქაც ოლიგარქმა მუქარითა და მოსყიდვით მიიტაცა არჩევნები, წაგვართვა ქვეყნისა და რეგიონის გავითარების შესაძლებლობა და ევროპული მომავალი. 

ბრძოლა გრძელდება. აუცილებლად მივაღწევთ ამ ქვეყანაში ხელახალ არჩევნებს, რომელიც დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება და ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი სამუდამოდ ჩამოშორდება მმართველობას. წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარაში გვექნება სრული კოლაფსი, როგორც კორუფციის, ასევე ბათუმის ურბანული განადგურები კუთხით. 

აჭარის თვითგამოცხადებულ უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყდა ყველა ოპოზიციურ გაერთიანებას, გარდა პარტია “გახარია საქართველოსთვის”, რაც საზოგადოებაში ობიექტურ კითხვებს აჩენს,” - განაცხადა თებიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics