|
2025-02-11 13:32:08, 493 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - გაბიტაშვილთან დაკავშირებით ყველაფერს დაადგენს გამოძიება, მაგრამ არ მჯერა იმ პიროვნების სიმართლის
ლაშა გაბიტაშვილთან დაკავშირებით ყველაფერს დაადგენს გამოძიება, მაგრამ არ მჯერა ამ პიროვნების სიმართლის, რომელიც უცხოეთში უაპელაციოდ ესხმის თავს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, – პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, „რადიკალიზმი და აგრესია არასდროს დაწყებულა „ქართული ოცნების“ დეპუტატების თუ მათი ოჯახის წევრების მხრიდან“. „კარგად ვხედავთ, საიდან მომდინარეობს რადიკალიზმი და აგრესია. ეს არასდროს დაწყებულა „ქართული ოცნების“ დეპუტატების თუ მათი ოჯახის წევრების მხრიდან. ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ დასაწყისი იყოს ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, როდესაც შენ ხარ პროვოცირების საგანი, პროვოცირებ, შეურაცხყოფას აყენებ, გაქვს ბულინგის მცდელობა, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის, ეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს, მაგრამ გამოდის, რომ ძალით იწვევ და შემდეგ გინდა, საზოგადოებას მსხვერპლად მოაჩვენო თავი. შენ როდესაც ხდები მიზეზი, საშუალება რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელში, როგორღაც პროვოცირება მოაწყო – ნუ მივცემთ საშუალებას ამ უცხოურ ძალას და მის აგენტურას, მოხდეს პროვოცირება. ამისთვის შესაბამისი უწყებები არსებობენ და იყო თუ არ იყო მიზეზი, ეს უნდა იქნას გამოძიებული. ყველაფერს დაადგენს გამოძიება, მაგრამ მე ამ პიროვნების არ მჯერა. როგორ შეიძლება, იმ პიროვნების სიმართლე დაიჯერო, რომელიც უცხოეთში მიდის და ასე უაპელაციოდ ესხმის თავს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აწყობს ბულინგს, დემარშს და ათასგვარ უბედურებას. ვინ მოგცა უფლება, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირზე თავდასხმა მოაწყო. არ მოგწონს ეს ხელისუფლება? – კი, ბატონო, შეგიძლია განსხვავებული აზრი გამოხატო არჩევნებზეც, სოციალურ ქსელშიც, თუ რაიმე ტიპის შევიწროება მოხდება, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი. შეიძლება, ჟურნალისტებს ამ ინციდენტთან დაკავშირებით კითხვები გქონდეთ, მაგრამ არც ერთხელ არ დაგიგმიათ, რომ არ შეიძლება, თავს დაესხა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი აბულინგო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. შეგახსენებთ, აბუ დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. შსს-ს ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)