19:07 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-08 12:59:27, 438 ნახვა

პოლიტიკა
ენმ-ს ლიდერი გიგი წერეთელი აშშ-ს კონგრესში გამართულ უსაფრთხოების ფორუმს დაესწრო

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიგი წერეთელი აშშ-ს კონგრესში გამართულ უსაფრთხოების ფორუმს დაესწრო, სადაც განიხილებოდა აშშ-ს როლი, ევროპაში რუსეთის, ჩინეთისა და  ირანის მიერ გატარებულ პოლიტიკაში.  პარტიის ლიდერი ფორუმზე სიტყვით წარსდგა, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

ასევე, გიგი წერეთელმა შეხვედრები გამართა, არაღიარების აქტის ინიციატორ სტივ კოენთან, მეგობარი აქტის მხარდამჭერებთან ჯო ვილსონთან, რიჩარდ ჰადსონთან და რობერტ ადერჰოლტთან, ასევე ის შეხვდა სენატის კომიტეტების თავმჯდომარეებს- მაიკ ლიის და რიჯერ ვიკერს;

გიგი წერეთლის განცხადებით - “აშშ-ის კონგრესში გაიმართა ძალიან საინტერესო ფორუმი, რომელიც ეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს. პირველ რიგში ეს ეხებოდა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, ასევე ჩინეთისა და ირანისაგან ევროპის რეგიონში და იმ პოლიტიკას, რომელიც უნდა დაუპირისპირდეს ამას.

მე ბუნებრივია ვისაუბრე საქართველოზე, საქართველოს მნიშვნელობაზე როგორც სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ბუნებრივია დღეს არსებულ პოლიტიკურ  კრიზისზე, ჩვენი ხალხის ბრძოლაზე დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის და იმაზე, რომ ამას სჭირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან გაცილებით უფრო სწრაფი, ეფექტური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.” - განაცხადა გიგი წერეთელმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics