|
2025-02-03 10:59:44, 536 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - აშშ-ის საელჩომ საჯარო გახადოს თავისი ქვეყნიდან არჩევნებზე დახარჯული თითოეული ცენტი
აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღიარებს, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ ამერიკელების ფულით ფინანსდებოდა გამოგონილი იდეოლოგიების თავს მოხვევა, ცენზურა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ხელისუფლებების გადატრიალება და ა.შ. ყველაზე დიდი დონორი როცა აღიარებს ამას, ეს ავტომატურად ეჭვის ქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების მიერ საქართველოში ფულის ხარჯვის კეთილსინდისიერებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ახლა ჯერი დანარჩენ დონორ ქვეყნებზეა, მათ უნდა გადაამოწმონ, რაში იხარჯება მათი გადასახადის გადამხდელების ფული. „ამ ქვეყნების ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამით განსაკუთრებით უნდა დაინტერესდნენ. მაგალითის მიმცემი კი ბრიუსელი უნდა გახდეს. 2023 წლის შემოდგომაზე წერილით მივმართე ევროკავშირის ელჩს, რომ მას უზრუნველეყო ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED, რომელსაც კულუარებში NED-ის ევროპულ ფილიალს ეძახიან) დაფინანსებების საჯაროობა. რამდენიმე თვიანი ფიქრის შემდეგ, ელჩისგან უარი მივიღე, იმ საბაბით, რომ EED განცალკევებული ორგანიზაციაა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საბაბი იყო. EED სრულად ფინანსდება ბრიუსელის და წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან და მას რამდენიმე ოდიოზური ევროპარლამენტარი მართავს. ცალკე საკითხია 2024 წლის არჩევნებზე ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქებიდან გაცემული თანხების უკანონო ხარჯვა პარტიული საარჩევნო მიზნებისთვის. ყველას გვახსოვს, საგარეო ზეწოლის გამო, როგორ მოუწია ანტიკორუფციულ ბიუროს შეეჩერებინა მისი კვლევა, როდესაც არჩევნებში ჩართული პოლიტიკური ენჯეობის უკან კონკრეტული უცხოური დონორების კვალი გამოიკვეთა. აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პრიცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)