23:34 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-01 12:49:20, 599 ნახვა

პოლიტიკა
ნინო კვიტაიშვილის მიმართვა ბათუმის პოლიციის უფროსს

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს საჯაროდ მიმართა.

„მინდა, რომ ირაკლი დგებუაძემ, რომელიც წლების განმავლობაში სკოლაში ჩემი მოსწავლე იყო, იცოდეს ჩემი პოზიცია. მე გამოვფინე ეს ბანერი, როგორც სოლიდარობის ნიშნად მზია ამაღლობელის მიმართ. ირაკლი, მე შენ საქართველოს ისტორიას გასწავლიდი და მინდა იცოდე, რომ ისტორია ახლა იწერება, მისი ერთ-ერთი შემქმნელი კი მზია ამაღლობელია. ისტორიას ჰყავს გმირები და ანტიგმირები – მზია ამაღლობელი ამ ისტორიის გმირია, სამწუხაროდ, შენ კი ანტიგმირი ხარ,“ – განაცხადა კვიტაიშვილმა.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თბილისის საკრებულოს შენობაზე რეჟიმის პატიმრების მხარდამჭერი ბანერი გადმოფინეს.

ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელია, უკვე 21-ე დღეა, საპატიმროში შიმშილობს. ის სამართალდამცავებმა ირაკლი დგებუაძისთვის სილის გარტყმის გამო დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics